![2023/02/02/cz2nuyr3gsvp7cf.png](/uploads_script3/articles/2023/02/02/cz2nuyr3gsvp7cf.png)
რუსმა ოკუპანტებმა დღეს ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
რუსებმა თავდასხმის დროს ისკანდერის ტიპის რაკეტა გამოიყენეს, რის შედეგადაც სულ მცირე 7 მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა, ერთი კი სრულად ჩამოინგრა.
ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის დროს 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 20 დაშავდა.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 11 ოპერატიული ჯგუფი, კინოლოგები, მედიკოსები, საპატრულო პოლიცია და მაშველები", - აცხადებენ პოლიციაში.